გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა

პირველი არხი

იუსტიციის უმაღლესო საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა. ანა დოლიძის თქმით, ვინაიდან გასაუბრებები გვიან ღამემდე და არასამუშაო საათებშიც მიმდინარეობს კანდიდატებმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ. 

"ვინაიდან გვიანობამდე ესწრებიან აქ გასაუბრებას კანდიდატები და უწევთ დაბნელების შემდეგ მრავალი საათი მუშაობა, ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა, გადავცე ეს საშუალება იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ, როგორც სახლში და კომფორტულად. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც, იმიტომ რომ ორივე მოხვდება საკმაოდ მძიმე სიტუაციაში, იმის აღსანიშნავად, რომ ტქვენ აგრძელებთ შრომითი უფლებების დარღვევას," - თქვა დოლიძემ. 

საბჭოს მოსამართლე წევრმა ვასილ მშვენიერაძემ ჰკითხა მას, იცოდა თუ არა ზომები, "უკაცრავად მაგრამ ზომები იცოდით?! მე, მაგალითად 44 ზომას ვსმარობ, რომ იცოდეთ," - თქვა მშვენიერაძემ.

საბჭოს კიდევ ერთი მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ვინაიდან იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს, ის მიმართავს შუამდგომლობით საბჭოს მდივანს, რომ აპარატის თანამშრომლებისა და საბჭოს წევრებისათვის ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატები განისაზღვროს. მისი თქმით, აღნიშნული შრომა კომპენსირებული იქნება.

კომენტარები