ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ორი მცირე რადიუსის რაკეტა გაისროლა

0 კომენტარი
კიმ ჩენ ინი ფოტო: KCNA

ჩრდილოეთ კორეამ ორი მცირე რადიუსის რაკეტა გაისროლა. ეს მსგავსი გამოცდის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს სამხრეთ კორიეს საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა და მოლაპარაკებების განახლებაზე ისაუბრეს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რაკეტები ჩამოვარდანმდე 50 კმ სიმაღლეზე აფრინდნენ და ზღვის თავზე 430 და 690 კმ დაფარეს.

აშშ-ში ამ სარაკეტო გამოცდაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

გუშინ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიან გაავრცელა კადრები, რომლებზეც ასახულია როგორ მოინახულა კიმ ჩენ ინმა ხომლადი, რომელიც, მათი თქმით, წყალქვეშა ნავია.

წყალქვეშა ნავი ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის, თუმცა, ჩრდილოეთ კორეელმა გენერლებმა კიმ ჩენ ინს მისი საბრძოლო სისტემების შესახებ მოახსენეს.

კიმ ჩენ ინმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა, მათ შორის წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტების.

მისივე თქმით წყალქვეშა ნავი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში მალე ჩაეშვება.

კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც ვიეტნამში გაიმართა და ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესს შეეხებოდა უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ და მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა დადეს.

ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები და ის ომისათვის მზადებას შეაფასა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ აშშ არღვევს პირობას სამხრეთ კორეასთან ერთობლივის სამხედრო წვრთნების შეწყვეტის თაობაზე და ამის გამო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მხრიდან "შეთანხმების პირობების ცალმხრივად დარღვევის" გამო ოფიციალური ფხენიანი გადააფასებს მათ პირობას ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შეწყვეტის თაობაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები