აშშ

მალერი: დემოკრატიის ბევრი გამოწვევა მინახავს, რუსეთის არჩევნებში ჩარევა ყველაზე სერიოზულია

რობერტ მალერი
slate

სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას და მათ ტრამპის კამპანიასთან კავშირებს იძეიბდა კონგრესის წინაშე წარსდგა.

"ჩემი კარიერის მანძილზე ჩვენი დემოკრატიის წინაშე მდგარი ბევრი გამოწვევა მინახავს. რუსეთის მთავრობის მცდელობა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში მათ შორის ყველაზე სერიოზულია. ბევრი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თავი დავიცვათ რუსების და სხვათა ჩარევისაგან." თქვა მალერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გამოძიების ანგარიშში დონალდ ტრამპი მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლის ნაწილში გამართლებული არ არის, როგორც ეს თავად მან თქვა.

რობერტ მალერის გამოძიება ორი წელია მიმდინარეობს. გამოძიებამ გამოავლინა 2016 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობები, თუმცა ტრამპის კამპანიის უცხო აგენტებთან პირდაპირი და გამიზნული კავშირი ვერ დაადგინა.

გამოძიების ფარგლებში დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს ტრამპის კამპანიასთან დაკავშირებულ პირებს. მათ შორის ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი და ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი. სტოუნს ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა და მოწმეებზე ზეწოლა ედება, ხოლო მანაფორტს თაღლითობა და გადასახადებისათვის თავის არიდება.

წინასაარჩევნო კამპანიისას ფინანსების თაობაზე კანონის დარღვევა და ტრამპის საყვარლებისათვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდა აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმაც.

კომენტარები