საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ქალაქები ყველაზე ძვირიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით

Deutsche Bank-მა გამოაქვეყნა კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების ფასების დონესა და საცხოვრებელ სტანდარტებზე. კვლევის ფარგლებში, გამოიკვლიეს საზოგადოებრივი ტრასნპორტის ფასები მსოფლიოს 55 ქალაქში.

როგორც აღმოჩნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ყველა ძვირი სიამოვნება გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქშა - ლონდონში თვიური ბილეთი საშუალოდ $179.4 დაგიჯდებათ. ლონდონს ბრიტანული კუნძულების კიდევ ერთი ქალაქი, დუბლინი მოსდევს, სადაც თვიურად მგზავრობა საშუალოდ $128.1 ჯდება. კვლევაში მესამე ადგილზე ოკლენდია - ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა თვეში საშუალოდ $125.7 ღირს.

ქალაქები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვიური ბილეთის საშუალო ფასი ყველაზე მაღალია:

  1. ლონდონი - $179.4
  2. დუბლინი - $128.1
  3. ოკლენდი (ახალი ზელანდია) - $125.7
  4. ტოკიო - $123.1
  5. ნიუ-იორკი - $121
  6. სიდნეი - $120.6
  7. ველინგტონი - $113.1
  8. ტორონტო - $107.5
  9. ჩიკაგო - $107
  10. მელბურნი - $102.3

კომენტარები