საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კახეთში ატამი დაკრიფა. ზურაბიშვილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის ჯორჯიის შტატი მონიშნა და დაწერა, რომ საქართველოშიც იყო ატამი.
"ჯორჯიის შტატო, ჩვენც გვაქვს (ქართული) ატამი," - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
აშშ-ის ჯორჯიის შტატს მეტსახელად "ატმების შტატსაც" უწოდებენ, რადგან შტატში მაღალი ხარისხის ატამი მოდის.