დედამიწა

დედამიწის რესურსების წლიური ნორმა კაცობრიობამ უკვე გახარჯა

Science Alert

კაცობრიობამ დედამიწის რესურსების წლიური ნორმა 29 ივლისამდე გახარჯა. ინფორმაციას Science Alert-ი ავრცელებს.  

მათი ინფორმაციით, 29 ივლისისთვის უკვე დახარჯულია ის რესურსები, რომელსაც დედამიწა ერთ წელიწადში აღადგენს. 

კაცობრიობა ეკოლოგიურ ბიუჯეტს ყოველწლიურად უფრო და უფრო ადრე ხარჯავს. წლევანდელი მონაცემებით, ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 1.7 დედამიწის ეკოსისტემაა საჭირო.  

გამოთვლა, რომელიც Science Alert-მა აწარმოა, ითვალისწინებს ისეთ რესურსებს, როგორიცაა წყლის, თევზისა და ტყის საფარის რაოდენობა, ასევე ნახშირორჟანგი, რომელსაც ჩვენ ატმოსფეროში ვუშვებთ.  

მეცნიერებმა გამოთვალეს, თუ რომელი ქვეყნები მოიხმარენ დედამიწის რესურსებს ყველაზე ირაციონალურად. სიაში ამერიკა ლიდერობს. იმ შემთხვევაში, თუ მთელი კაცობრიობა რესურსებს ისე მოიხმარს, როგორც ამერიკის მოსახლეობა, საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 5 დედამიწა დაგვჭირდება. ამ შემთხვევაში წლიური ეკოლოგიური ბიუჯეტი 15 მარტისთვის ამოიწურებოდა. სიაში ბოლო ადგილს ინდოეთი იკავებს. ამ შემთხვევაში კაცობრიობას 0.7 დედამიწის რესურსებს მოიხმარდა. 

კომენტარები