ყოფილმა მედდამ, ნიკოლა კოილმა, ძაღლთა თავშესაფარი გახსნა, სადაც მხოლოდ მომაკვდავ ძაღლებს პატრონობს.
ნიკოლას თქმით, ხშირად მომაკვდავ ძაღლებს პატრონები სახლიდან აგდებენ, ამიტომ მისი მიზანია ყველა ძაღლმა თავისი უკანასკნელი დღეები კარგად გაატაროს.
”ძაღლები მხოლოდ იმ შემთხვევაში აგვყავს, თუ ვეტერინარი გვეუბნება რომ ცხოველს 6 თვეზე ნაკლები სიცოცხლე დარჩა, ფოკუსირებულები ვართ რომ მათ ცხოვრება კარგად დაასრულონ. თავშესაფარში, ყველაზე დიდი ხანი ძაღლი ერთი წელი მყოლია, ყველაზე ცოტა ხანი კი ორი კვირა”, - თქვა ნიკოლა კოილმა.
ნიკოლა კოილს ძაღლები მაკდონალდსში და ბარებშიც დაყავს, ნაყინისა და სტეიკის საჭმელად. ძაღლების დაბადების დღეებზე კი ტბის პირას მიყავს და სხვადასხვა საკვებს აჭმევს.
ის თითოეული ძაღლის მოვლაზე 500 ევროს ხარჯავს.
”ძაღლები არ არიან მთელი ჩვენი ცხოვრება, თუმცა ძაღლები ხდიან ჩვენს ცხოვრებას მთელს”, - თქვა ნიკოლა კოილმა.