ბიზნესი

Yandex-ი შესაძლოა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს

searchengineland.com

რუსული ტექნოლოგიური გიგანტი Yandex შესაძლოა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა RBK ავრცელებს. მოლოდინის საფუძველი, რუსული ანალიტიკური ორგანიზაციის, Renaissance Capital-ის კვლევა გახდა.

ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსეთის დუმაში განსახილველად შესული ახალი კანონის დამტკიცებით, რომელიც მნიშვნელოვანი რუსეთის ციფრულ კომპანიებში უცხოური კაპიტალის წილს 20 პროცენტამდე ზღუდავს Yandex-ის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა გარდაუვალია.

ანალიტიკური ჯგუფის ინფორმაციით, Yandex-ის შესაძლო მომავალი მფლობელების სიაშია, გაზპრომი, ვტბ ბანკი და სბერბანკი. 

დუმაში შესული კანონპროექტით, დგინდება მნიშვნელოვანი ინტერნეტ და ციფრული კომპანიების გაგება და წესდება ესეთ კომპანიებში უცხოური კაპიტალის მაქსიმალური წილი, რომელიც 20 პროცენტით განისაზღვრა.

რუსეთის სახელმწიფო კომპანიების მხრიდან, Yandex-ის მიმართ დაინტერესების შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. ერთი წლის წინ იყო საუბრები თითქოს კომპანიის საკონტროლო შეძენას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სბერბანკი აპირებდა, თუმცა გარიგება არ შედგა.

ამ დროისთვის, იანდექსის აქციები ნიუ-ორკის Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. აქციათა ათი პროცენტს კომპანიის დამაარსებელი არკადი ვოლოჟი ფლობს, თუმცა კომპანიის ინვესტორებს შორის არიან ისეთი ფონდები როგორიცაა: Wellington Management Group, Capital Research Global Investors, OppenheimerFunds და Morgan Stanley.

ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა დუმა კანონ პროექტს ამ ფორმით. შეგახსენებთ, რომ Yandex საქართველოს ბაზარზეც ფუნქციონირებს, მათ შორის მოთხოვნადი და მზარდი Yandex Taxi-ს სახით.

კომენტარები