კრაზანის ნაკბენი

რა უნდა გააკეთოთ, თუ ფუტკარი, ბზიკი ან კრაზანა გიკბენთ - NCDC-ის რეკომენდაციები

ბოლო პერიოდში Facebook-ში ბევრი წერს, რომ საქართველოში კრაზანები მომრავლდნენ. რამდენიმე დღის წინ ქუთაისი პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზესტაფონში ორი ადამიანის გარდაცვალებას ახლობლები სწორედ კრაზანის ნაკბენს უკავშირებენ. ერთერთმა მოქალაქემ ავთო ძაგანიამ კი Facebook-ში დაწერა, რომ ვა­ნის რა­ი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას მუდ­მი­ვად აქვს მომარა­გე­ბუ­ლი ალერ­გი­ის საწი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი, რად­გან სხვა­ნა­ი­რად კრა­ზა­ნას­თან გამ­კლა­ვე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. მან დაავადებათა ეროვნულ ცენტრს სოფლებში საინფორმაციო კამპანიის ჩატარებისკენ მოუწოდა.

NCDD-მა ვებგვერდზე გაავრცელა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ფუტკარი, კრაზანა ან ბზიკი გვიკბენს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ ნაკბენი მტკივნეულია და ხშირად საშიში ალერგიული რეაქციის მიზეზიც შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვებისთვის.

"ხშირად, ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და მიმართოს ექიმს" - აცხადებს NCDC და განმარტავს, რომ ექიმთან მიმართვამდე, დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

  • იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია;
  • დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით;
  • ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან;
  • დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად;
  • არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლებელია, გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება;
  • დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი ექიმის დანიშნულების მიხედვით;
  • მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის, თუნდაც მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომი) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს;

კომენტარები