ლევან ალექსიძე

პროფესორი ლევან ალექსიძე გარდაიცვალა

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ალექსიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან ალექსიძემ 70 წელზე მეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე საერთშორისო სამართლის განხრით კითხულობდა ლექციებს.

"იგი სიცოცხლის ბოლომდე თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ლევან ალექსიძე მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლად, ხოლო ამ დარგის გლობალურ განვითარებაში მის მიერ შეტანილ წვლილს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აკადემიური საზოგადოება აღიარებს" - წერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

კომენტარები