ჰარი პოტერი

აუქციონზე ჰარი პოტერის პირველი გამოცემა, ბეჭდური შეცდომებით, 34,500 დოლარად გაიყიდა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

აუქციონზე "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" პირველი გამოცემა, რამდენიმე ბეჭდური შეცდომით, 34,500 დოლარად გაიყიდა.

თავდაპირველმა მფლობელმა, რომელის ვინაობაც ანონიმურია, წიგნი 20 წლის წინ შეიძინა.

"ჰარი პოტერის გამოცემების წმინდა გრაალი" - ასე შეაფასეს 1997 წელს გამოცემული წიგნის ასლი.

იშვიათი წიგნებისა და გამოცემების ექსპერტის, Jim Spencer-ის თქმით, ჰარი პოტერის ამ გამოცემის ფასი სამომავლოდ უფრო გაიზრდება.

1997 წელს გამოსული "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" 500 ასლი არსებობს.

ფოტო: CNN

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები