GR fest

მღვდლებისა და მრევლის პროტესტის გამო პეტრას ციხეზე GR fest არ ჩატარდება

პეტრას ციხე
Georgian Travel Guide

10 აგვისტოს, აჭარაში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი არ ჩატარდება.

GR fest-ის ორგანიზატორები სასულიერო პირებთან და მრევლთან დაპირისპირებას უფრთხიან და "ესკალაციის თავიდან ასაცილებლად" ლოკაციის შეცვლს აპირებენ.

ორგანიზატორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელზე დაწერილი წერილიც გამოაქვეყნეს, სადაც 160 ადამიანი მათ ფესტივალს "კაზანტიპის მსგავსს" უწოდებს და დაუშვებლად მიაჩნია ამგვარი "ანტიმართლმადიდებლური" ფესტივალის პეტრას ციხეზე ჩატარება.

კომენტარები