უკანონო იარაღის ამოღება

შსს: მოსამართლის განჩინებით სახლი გავჩხრიკეთ და პისტოლეტი ამოვიღეთ - დაკავებულია 1 პირი

0 კომენტარი
ფოტო: შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული მ.ჟ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მ.ჟ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „ნაგანის“ მოდელის პისტოლეტი ამოიღეს", - აღნიშნავენ უწყებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები