მფრინავი დაფა

ფრანგი ფრენკ ზაპატა პირველი ადამიანი გახდა, ვინც ლა-მანშის სრუტე მფრინავი დაფით გადაჭრა

ABC

მფრინავი დაფის გამომგონებელმა ფრანგმა ფრენკი ზაპატამ ლა-მანშის სრუტე თავისივე შექმნილი რეაქტიული ძრავის მქონე მფრინავი დაფით წარმატებით გადაჭრა და პირველი ადამიანი გახდა, ვინც ეს შეძლო. მან 35.4 კილომეტრი 22 წუთში დაფარა.

გასულ თვეს ზაპატას პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მან 20 წუთი უწყვეტად ფრენა ვერ შეძლო და საწვავის შესავსებად გემზე დაშვების დროს წყალში ჩავარდა. ამის შემდეგ ზაპატამ საკუთარი გამოგონება გააუმჯობესა.

ფრენკ ზაპატას გამოგონებამ ყურადღება საფრანგეთში ბასტილიის დღესთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ სამხედრო აღლუმზე მიიქცია. ზაპატას მიერ შექმნილი მოწყობილობა სკეიტბორდის ზომისაა. ის ხუთი პატარა რეაქტიული ძრავის საშუალებით დაფრინავს. პროექტისთვის მას 1,3 მილიონი ევროს გრანტი გამოუყვეს.

კომენტარები