ამინდის პროგნოზი

ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება 9 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსთა ცნობით, 6-9 აგვისტოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 6-7 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა და ბარში +24, +29, ხოლო 8-9 აგვისტოს +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 5 აგვისტოს დღის ბოლომდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები