აშშ - უკრაინა

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: უკრაინას მეტი ჯაველინების შეძენა სურს

ტანკსაწინააღმდეგო, სარაკეტო კომპლექსი FGM-148 Javelin
wikimedia

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უილიამ ტეილორმა თქვა, რომ უკრაინას მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის ჯაველინების სისტემის შეძენა სურს.

"მათ მეტი ჯაველინების შეძენა სურთ," - აღნიშნა ტეილორმა.

RFERL-ის ინფორმაციით, ტეილორმა ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას, თავდაცვის მიზნით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საგარეო სამხედრო გაყიდვების პროგრამიდან ჯაველინების სისტემის შეძენა სურს. 

ტეილორის თქმით, 7 ივლისს უკრაინამ აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვა ფორმალურად მოითხოვა, თუმცა საელჩოში არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რა სახის აღჭურვილობაზეა საუბარი.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უკრაინამ აშშ-ისგან ჯაველინების სისტემა 2018 წლის მაისში შეისყიდა. 

"მე გულწრფელად მადლობელი ვარ დონალდ ტრამპის სამართლიანი გადაწყვეტილებისა, მხარი დაუჭიროს უკრაინას თავიუსფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. ვაშინგტონმა არა მხოლოდ შეასრულა ჩვენი ერთობლივი შეთანხმება, არამედ აჩვენა ლიდერობის მნიშვნელოვანი მაგალითი," - აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

კომენტარები