აშშ - უკრაინა

აშშ-ს არმიის შესყიდვების მდივანი: არმია მზადაა რომ ATACMS-ები უკრაინას გადასცეს

Bloomberg-თან ინტერვიუში აშშ-ს არმიის შესყიდვების მდივანმა დაგ ბუშმა თქვა, რომ ამერიკული არმია მზადაა უკრაინას ATACMS-ები გადასცეს ბაიდენის თანხმობისთანავე. 

აშშ-ს კანონმდებლები ბოლო თვეების მანძილზე მოუწოდებენ ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინას შორი მანძილის სარაკეტო სისტემები გადასცეს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასმბლეაზე ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე ATACMS-ების გადაცემაზე შეთანხმება შედგა. 

კასეტური ATACMS-ის იარაღს 300-დან 950-მდე კასეტური ბომბის გადატანა შეუძლია 25-დან 300 კილომეტრამდე რადიუსის მანძილზე. 

"ჩვენ მზად ვართ გავაგზავნოთ, როგორც კი ამას პრეზიდენტი გადაწყვეტს" - თქვა დაგ ბუშმა. 

კომენტარები