ყირგიზეთი

ყირგიზეთში უსაფრთხოების ძალებს ექს-პრეზიდენტის დაკავების უფლება მხარდამჭერებმა არ მისცეს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ყირგიზეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის სახლში შესვლა და მისი დაკავება სცადეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა ატამბაევის მხარდამჭერებმა გაუწიეს.

უსაფრთხოების ძალებსა და მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას 1 ოფიცერი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისაგან დაიღუპა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თქმით სპეციალური ძალების წარმომადგენლები მხოლოდ რეზინის ტყვიებით იყვნენ შეიარაღებული. დაპირისპირებისას დაიჭრა 36 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი.

ადგილობრივი მედიის მიხედვით ატამბაევის მხარდამჭერებმა 6 ჯარისკაცი დააკავეს.

ფოტო: AFP

პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა შვებულება შეწყვიტა და დღეს უშიშროების საბჭოს შეხვედრა დანიშნა.

ატამბაევი ამჟამად კვლავ ბიშკეკის გარეუბანში, საკუთარ სახლში იმყოფება. მას კორუფციაში ადანაშაულებენ, რის გამოც პარლამენტმა ყოფილ პრეზიდენტ იმუნიტეტი ივნისში ჩამოართვა. ატამბაევი ბრალდებებს უარყოფს.

ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2011-2017 წლებში იკავებდა. იმუნიტეტის ჩამორთმევის შემდეგ ის უარს აცხადებდა დაკითხვაზე მისვლაზე. გამოძიება მის მიერ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს.

გასულ თვეს ატამბაევი მოსკოვში ჩავიდა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, თუმცა პუტინმა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ქვეყანას მოუწოდა მის გარშემო გაერთიანდნენ.

ფოტო: AFP

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები