უკრაინა

უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა კვლავ შესაძლებელი იქნება

0 კომენტარი
ფოტო: reuters

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ხელისუფლება მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების გატარებას გეგმავს.

"წელს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ მიწის რეფორმას და მომავალი წლისთვის მიწის ბაზარი 40 მილიონ ჰექტარს გაუტოლდება",- თქვა მან.

ზელენსკის თქმით, სამეურნეო მიწის გაყიდვაზე გრძელვადიანი მორატორიუმი მოიხსნება, რაც მეტი ინვესტორის მოზიდვის წინაპირობას შექმნის. 2001 წელს მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის შესახებ მიღებული კანონის მიხედვით, მესაკუთრებს მიწის ნაკვეთების გაყიდვა ან გასხვისება არ შეეძლოთ, თუმცა შესაძლებელი იყო მიწების სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაცვლა და კონფისკაცია.

ხელისუფლების თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები უკრაინის მიწის ბაზრის მოდელის საკითხს მსოფლიო ბანკთან განიხილავს. მათი თქმით, მიწის ბაზრის ყველაზე ლიბერალურ მოდელს შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინის ეკონომიკის ყოველწლიურად 3%-ზე მეტად ზრდას, ყველაზე კონსერვატიული მოდელი კი ეკონომიკას ყოველწლიურად 0,5%-ით გაზრდის. 

უკრაინაში მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი 2001 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება. მისი გახანგრძლივება მოხდა 2004, 2006, 2008, 2010, 2011, 2012, 2015, 2016 და 2017 წლებში.

2017 წლის დეკემბერში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მორატორიუმი 2019 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.

2019 წლის ზამთარში კი, პეტრო პოროშენკომ სამეურნეო მიწის მორატორიუმის განაგრძლივების შესახებ კანონს მოაწერა ხელი, დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრამდე მიწის გაყიდვა დროებით იკრძალებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები