ლარის გაუფასურება

დოლარი 2.95₾ ღირს - ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ეროვნული ბანკის ცნობით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. დოლარის შემთხვევაში, გაუფასურებამ 1.5 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი 2.32 თეთრი.

ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 2.9488 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3.3038 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ივნისის პირველ ორ კვირაში გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. გასულ კვირაში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, თუმცა 2 აგვისტოდან ლარი კვლავ უფასურდება.

კომენტარები