აქციები მოსკოვში

მრავალათასიანი აქციები რუსეთში - დაკავებულია ორასამდე აქტივისტი

აქციები მოსკოვში

მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამოსული ორასამდე აქტივისტი დააკავეს.

რუსულმა ოპოზიციამ, რომელსაც კრემლი არ აკონტროლებს, დღეს მოსკოვის ცენტრში აქცია გამართა, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის ორგანიზატორთა ცნობით, მოსკოვის ცენტრში 50 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატებს მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ.

კომენტარები