უკრაინა - რუსეთი

ზელენსკი პოლიტიკურად დევნილ რუსებს უკრაინის მოქალაქეობის მიღებას უმარტივებს

0 კომენტარი
ვოლოდიმირ ზელენსკი ფოტო: Ukrainian Presidential Press service

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკურად დევნილ რუსებს და ასევე პირებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შეჩერებაში მონაწილეობდნენ ან უკრაინის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვთ, მოქალაქეობის აღებას უმარტივებს.

განკარგულება პრეზიდენტ ზელენსკის ოფიციალურ გვერდზე 13 აგვისტოს გამოიცა. 

"უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვით ღონისძიებებში მონაწილეობდნენ და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებსაც პოლიტიკური მიზეზების გამო დევნიან," - ვკითხულობთ პრეზიდენტ ზელენსკის ვებგვერდზე.

მინისტრთა კაბინეტმა კანონპროექტი სამი თვის განმავლობაში რადას უნდა წარუდგინოს.

24 აპრილს კრემლში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გამარტივდა.

თავდაპირველად, 2017 წელს პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რაც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების პასპორტებს ვალიდურად ცნობს.  

"უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში პასპორტის გაცემა არის რუსული აგრესიის გაგრძელება და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით "რუსეთი ამ პროვოკაციული ქმედებით აძლიერებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას".

უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსიმ დაგმო შემთხვევა - "რუსეთი დამპყრობელი ქვეყანა არის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომობს... რუსეთზე დიპლომატიური წნეხი და სანქციები უნდა გაიზარდოს".

კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები