ნოელ გალაჰერი

ნოელ გალაჰერი: კოკაინის ზემოქმედების ქვეშ სიმღერები დამიწერია და ეს საოცარი იყო

0 კომენტარი
ნოელ გალაჰერი

ოაზისის ყოფილმა წევრმა, ნოელ გალაჰერმა, ახალგაზრდობაში გართობის ხერხებზე და ნარკოტიკებთან მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ადრე ის ნარკოტიკების საშუალებით ერთობოდა, ახლა კი ეს უკვე მოსაწყენია.

”არ მაწუხებს, შემიძლია ვიჯდე ოთახში, სადაც ადამიანები კოკაინის მთებს იყნოსავენ, ეს ოდნავადაც კი არ მაწუხებს. ასევე, შემიძლია ვიჯდე იმ ოთახში, სადაც ეწევიან და ესეც საერთოდ არ შემაწუხებს. როდესაც წვეულების დროს ვიღაცა უცბად კოკაინს გამოიტანს ხოლმე, მე ყოველთვის ვფიქრობ რომ ჩემი წასვლის დროა, რადგან ეს ჩემთვის უკვე მოსაწყენია”, - თქვა 52 წლის მომღერალმა.

მისივე თქმით, მას ნარკოტიკებისთვის თავის დასანებებლად რეაბილიტაციის ცენტრში წასვლა არ დასჭირვებია, თუმცა ცხოვრების სტილის შეცვლა მთლიანად მოუწია.

“მე დაწერილი მაქვს სიმღერები კოკაინის ზემოქმედების ქვეშ და ეს საოცარი იყო. მაგალითისთვის, Supersonic ასე დავწერე”, - თქვა ნოელ გალაჰერმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები