ეკონომიკა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტურისტული ნაკადი 13,8%-ით გაიზარდა

ბათუმი
georgia.travel

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 13,8%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს. ამ პერიოდში საქართველოში სულ 1,2 მილიონი ტურისტი შემოვიდა.

ასევე, გაზრდილია საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც, მეორე კვარტალში საქართველოშიი 1,5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლიის პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია.

გაზრდილია ვიზიტორების მიერ დახარჯული ჯამური თანხაც. მეორე კვარტალში ვიზიტორების მიერ დახარჯული ჯამური თანხა 2,4 მილიარდი ლარია, რაც თითქმის 25%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ასევე 10%-ით არის გაზრდილი საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე 1,261 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი დედაქალაქში განხორციელდა. თბილისზე მთელი ვიზიტების 40% მოდის, თბილისის შემდეგ ყველაზე პოპულარული ადგილი აჭარაა, აქ მთელი ვიზიტების 19,3% პროცენტი განხორციელდა, ვიზიტების 12% განხორციელდა მცხეთა-მთიანეთში.

ამ პერიოდში, ასევე, 36,8%-ით გაიაზარდა ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი სწორედ, რუსეთიდან შემოვიდა, სულ მოცემულ პერიოდში საქართველოს 387 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია. რუსეთის წილი საქართველოში ჩამოსული ვიზიტორთა ჯამურ რაოდენობაში 24,9%-ია.

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ჩამოსული არარეზიდენტი მგზავრების რაოდენობა 2,4 მილიონს გაუტოლდა, რაც 13,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

კომენტარები