სამაშველო სამსახური

თეთნულდზე დაკარგული ბელარუსი ტურისტები იპოვეს - ორი ქალი გარდაცვლილია, ერთი - დაშავებული

მაშველებმა სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს. ბელარუსის ორი მოქალაქე გარდაცვლილია, ხოლო ერთი - დაშავებული. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"112-ში სამი ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საძიებო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მესტიის სპეციალიზებულმა სამაშველო ჯგუფმა. ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფტრენი. ტურისტების პოვნა ცოტა ხნის წინ მოხერხდა და მაშველთა ჯგუფებს ისინი მესტიაში გადაჰყავთ. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები