სამაშველო სამსახური

სვანეთში ბელარუს ტურისტებს ეძებენ, სამი უცხოელი ქალი თეთნულდზე დაიკარგა

სვანეთში ბელარუს ტურისტებს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ბელარუსის მოქალაქე სამი ქალი თეთნულდზე დაიკარგა.

"სამძებრო სამუშაოები ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ტურისტები გუშინ, თეთნულდიდან დაბრუნებისას დაიკარგნენ.

კომენტარები