სამთავრობო ცვლილებები

ბახტაძე: წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, გუნდის დაკომპლექტებაც ამაზე იქნება დამოკიდებული

"მე ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული ოცნების გუნდის წევრი. რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

"ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგებზე. ის პროგრამა, რომელიც შარშან წარვადგინეთ და წარვადგენთ 2020 წლის არჩევნებისთვის, არის განმსაზღვრელი. შესაბამისად, ნებისმიერი პოზიცია დაკომპლექტდება სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები