თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს, 19 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და ოქროყანის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, ფხოვის, ბარათაშვილის, ნიშნიანიძის, პუშკინის, ვეკუას, ათონელის, ფურცელაძის და ხაზინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ჭედიას, კაჭარავას, ლაზოს, გაგრის, სალხინოს, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, კობერიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერფარსეგოვა-მახვილაძის, ხოჭის ტბის, მახვილაძის და კობახიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ხუდადოვის, ეროსი მანჯგალაძის, ვახტანგ მახალდიანის, ზაქრაძის, ლალიონის, ცოტნე დადიანის, ახტალის, ბახმაროს, გომარეთის და ლეჩხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, ცურტაველის, მაისურაძის, თვალჭრელიძის, ახვლედიანის, მუხაძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ფიროსმანის, წუწუნავას, გოკიელის, ბანეთიშვილის, ესენინის და მერაბ კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები