გუგუტიანთკარი

გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან რუსულმა ვერტმფრენმა გადაიფრინა

upnorth.eu

გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან რუსულმა ვერტმფრენმა გადაიფრინა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.  

სუს-ის თქმით, მომხდარზე ევროკავშირის სადამკვირებლო მისია უკვე ინფორმირებულია და გააქტიურებულია ცხელი ხაზი.  

"ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება და უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ ისედაც მძიმე სიტუაციას," - უთხრეს ტაბულას სუს-ში.  

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

კომენტარები