საქართველოს ეკონომიკა

TAV Georgia: აგვისტოში მგზავრთა ნაკადი კიდევ უფრო შემცირდა

TAV Georgia-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, თეა ზაქარაძიამ განაცხადა, რომ აგვისტოში მგზავრთა ნაკადის კლება გაიზარდა. ამის შესახებ ზაქარიაძემ მთავრობის კანცელარიაში Ryanair-თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა. 

ზაქარიაძის თქმით, ივლისში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 14%-ით შემცირდა. ზაქარიაძის თქმით, კლების დინამიკა გამწვავდა აგვისტოშიც და წლის ბოლოს TAV Georgia-ში მგზავრთა ნაკადის 12-14%-იან კლებას ვარაუდობენ. 

შეგახსნებთ, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ავია მიმოსვლის შეჩერების შემდეგ, ივლისში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 7%-ით შემცირდა. 

ამ კლების მიუხედავად მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 18%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები