ყალბი ფული

ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, გაასაღეს ჯამში 900 ლარის ოდენობის ყალბი 100 ლარიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 2 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა, ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა," - წერია საგამოძებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან - 10 წლამდე ვადით.

კომენტარები