მსოფლიო ეკონომიკა

"უფასო ფული დანიურად" — დანიაში იპოთეკურ სესხს უარყოფით პროცენტში გასცემენ

დანიის, სიდიდით მესამე კომერციული ბანკი, Jyske-ი მომხმრაბლებს -0,5%-იან იპოთეკურ სესხს თავაზობს. ამ შეთავაზებით გამოდის, რომ ბანკი პრაქტიკულად იქით გადაუხდის მომხმრაბლებს, რომლებიც იპოთეკურ სესხს აიღებენ.

დანიის, სიდიდით მესამე კომერციული ბანკი, Jyske-ი მომხმრაბლებს -0,5%-იან იპოთეკურ სესხს თავაზობს. ამ შეთავაზებით გამოდის, რომ ბანკი პრაქტიკულად იქით გადაუხდის მომხმრაბლებს, რომლებიც იპოთეკურ სესხს აიღებენ.

ეს მსოფლიო პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ბანკი სესხს უარყოფით პროცენტში გაცემს. თუ ყოველთვიური გადასახადი პირობითად, 100 ევროა, ამ თანხის გადახდის შემდეგ, დარჩენილი თანხა 100 ევროთი და 50 ცენტით შემცირდება. საბოლოოდ გამოდის, რომ მსესხებელი ბანკში იმაზე ნაკლებ თანხას დააბრუნებს, ვიდრე ისესხა.

იპოთეკური სესხი უარყოფით პროცენტში ათ წლამდე ვადით და ფიქსირებული ხელშეკრულებით გაიცემა, შესაბამისად ბანკს არ აქვს უფლება შეცვალოს და გაზარდოს სესხის პროცენტი.

Jyske ბანკის ამ წამოწყებას გამოეხმაურნენ კონკურენტებიც. მეორე მსხვილმა ბანკმა Nordea-მ უკვე დაანონსა 20 წლიანი იპოთეკური სესხები 0 პროცენტში და 30 წლიანი იპოთეკა ნახევარ პროცენტში.

უფასო ყველი 

იქიდან გამომდინარე, რომ ბანკის ახალი შეთავაზება ძალიან წარმოუდგენლად ჟღერს, ბანკმა საკუთარი ვებ გვერდზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

განცხადება იწყება სიტყვებით, "დიახ თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ".

ბანკი განცხადებაში ასაბუთებს თუ როგორ გახდა შესაძლებელი სესხების უარყოფით პროცენტში გაცემა. იპოთეკური სესხების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ მათ ჩაატარეს დეტალური კვლევა, გავითვალისწინეს ყველა შესაძლო რისკი და აღმოჩნდა, რომ უარყოფითი სესხების გაცემა უარყოფით პროცენტში სავსებით შესაძლებელია."

სავარაუდოდ, ჯამურად მსესხბლებს მაინც ოდნავ უფრო მეტი თანხის გადახდა მოუწევს, ვიდრე ისესხა. ვინაიდან, მათ მოუწევთ რამდენიმე სავალდებულო მოსაკრებელისა და გარიგებისთვის საჭირო იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა. თუმცა, ეს თანხა ძალიან უმნიშვნელო იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ მომავალ წლებში დანიის უძრავი ქონების ბაზარზე ფასები იგივე ნიშნულზე შენარჩუნდა ან სულაც შემცირდა არსებობს შესაძლებლობა რომ გარიგება "ფასიანი" აღმოჩნდეს. თუ ფასები უცვლელი დარჩება, საკუთრების ახალი მფლობელის ქონებას ღირებულება არ მოიმატება, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით უმნიშვნელოდ იზარალებს. თუ უძრავ ქონებაზე ფასები შემცირდა შესაძლოა დანაკლისიც გაიზარდოს.

ამ უმნიშვნელო რისკის გათვალისწინებითაც კი, ბანკის წინადადება აბსოლიტურად უპრეცენდენტო და უნიკალურია. განსაკუთრებით, დანიის იმ მოქალაქეებისთვის ვინც იპოთეკური სესხის აღებას ისედაც გეგმავდა.

როგორ არის ეს შესაძლებელი?

მიუხედავად იმისა, რომ უარყოფით პროცენტში სესხის გაცემა საბანკო საქმეში უპრეცენდენტო შემთხვევაა, მაინც ეს არ ყოფილა მოულოდნელობა და აი რატომ.

ზოგადად ბანკები იღებენ დეპოზიტებს და ანაბრებს მოლაპარაკებული პროცენტის სანაცვლოდ. კერძო ან იურიდიული პირი ბანკს ფულს გარკვეული პროცენტით აძლევს და საკუთარ თანხასთან ერთად იღებს დარიცხულ სარგებელსაც.

თავის მხრივ, ბანკები ამ თანხებს გასცემენ კრედიტებში და აბანდებენ ფასიან ქაღალდებში, რომელზეც უფრო მეტ სარგებელს იღებენ რადგან, მოხდეს მეანაბრეების თანხაზე სარგებლის დარიცხვა და საკუთარი ხარჯების გასწორება.

ბოლო წლების განმავლობაში, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა დანია, შვედეთი, შვეიცარია ეს ფინანსური მოდელი საპირისპირო მიმართულებით ამუშავდა. ამ სახელმწიფოებში ინფლაციის მაჩვნებელი ძალიან დაბალია, მაგალითად დანიაში საშულო ინფლაცია 0,2%-ია. ამავდროულად ძალიან დაბალია ეკონომიკის ზრდის ტემპიც. აქედან გამომდინარე, კრედიტების ღირებულება იმდენად შემცირდა, რომ ბანკებს აღარ შეუძლიათ მათში დაბანდებული ფულის მოცულობის გაზრდა.

შესაბამისად, ბანკები იძულებულნი არიან, დეპოზიტარების ფული ხარჯონ, მათ შორის უარყოფითი და ნულოვანი პროცენტის მეშვეობითაც. ერთი სიტყვით, ამ სახელმწიფოების ბანკებში მობილიზებულია ფულის ძალიან დიდი მასა, რომლის ღირებულების გაზრდა რთულია და შენახვა ხარჯიანი. მაგალითად, აგვისტოს დასაწყისში შვეიცარიულმა ბანკმა, UBS განაცხადა, რომ ბანკის იმ მეანაბრეებისგან ვის ანგარიშზეც 500 ათას ევროზე მეტია, არათუ სარგებელს დაარიცხავს არამედ, ანაბრის მომსახურების საფასურს აწებს, (წლიური 0,65). შესაბამისად, ყოველთვიურად მეანაბრეების თანხას არათუ სარგებელი დაერიცხება არამედ, შემცირდება.

ერთი კუთხით ასეთ პირობებში თანხის შენახვა არ არის მომგებიანი, მეორე კუთხით ამ თანხების ანგარიშებიდან გამოტანა უფრო მომგებიან აქტივებში დასაბანდებლად საკმაოდ ხარჯიანია. ამასთანავე ეს ზრდის რისკის ფაქტორებს. ამიტომაც, მეანაბრეების უმეტესობა ხვალინდელ ქათამს, დღევანდელ კვერცხს ამჯობინებს.

დანიის კომერციულ ბანკებში უარყოფით საპროცენტო სარგებელამდე საქმე ჯერ არ მისულა თუმცა, იგივე jyske ბანკი ანაბრებს უკვე 0%-ში იღებს. ბანკში ფიქრობენ მიბაძონ შვეიცარიული ბანკის მაგალითს, თუმცა ამის გაკეთება კონკურენტებზე ადრე არავის უნდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით იპოთეკური სესხი უარყოფით პროცენტში ისე წარმოუდგენლად აღარ ჟღერს როგორც მანამდე.

jyske ბანკს შეუძლია თავისუფალი ანაბარი -0,65%-ში მიიღოს (ზუსტად ამ პროცენტში იღებს თანხას დანიის ცენტრალური ბანკი) და ამავდროულად მას შეუძლია გასცეს იპოთეკური კრედიტი -0,5 პროცენტში და გამოდის, რომ ბანკის დანაკარგი ნაკლები იქნება.

რაც შეეხება საქართველოს, იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში მცირდება, ამ დროისთვის განაკვეთები 8 იდან 15 პროცენტი ფარგლებში მერყეობს.

წყარო: BBC

კომენტარები