ისრაელი

ისრაელმა სირიაში ირანის სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი ბი­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­ა­ჰუ

ისრაელის სამხედრო ძალებმა დაადასტურე ინფორმაცია სირიაში ირანის სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმის შესახებ.

მათი თქმით ირანი დამასკოდან სამხრთ-აღმოსავლეთით მდებარე აქრაბას ბაზაზე ისრაელზე დრონებით თავდასხმას ამზადებდა.

პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით ეს მასშტაბური ოპერაცია იყო:

"ვიმეორებ: ირანს არსად არ აქვს იმუნიტეტი. ჩვენი ძალები ყველა სექტორში მუშაობენ ირანის აგრესიის წინააღმდეგ. "თუ ვინმე შენს მოსაკლავად აღსდგება, მოკალი ის პირველმა."" დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

სირიის სამთავრობო მედიის თქმით სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გოლანის მაღლობიდან დამასკოს მიმართულებით მოძრავი სამიზნეები დააფიქსირა და ისრაელის რაკეტები ჩამოაგდო, სანამ ისინი სამიზნეს მიაღწევდა.

ამავდროულად ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფების, ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ თქვა, რომ ისრაელის დრონების თავდასხმის შედეგად ლიბანის ორი მოქალაქე დაიღუპა.

ჰეზბოლას წარმომადგენლების თქმით ისრაელის ორი დრონი ჩამოვარდა და ერთ-ერთი მათგანი მათ მედია ცენტრს დაეცა.

ლიბანის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ ისრაელი ლიბანის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ისრაელის სამხედრო ძალები რეგიონში ირანის პოზიციებზე თავდასხმას ახორციელებენ.

უკანასკნელად მსგავსი თავდასხმა 19 ივლისს მოხდა. New York Times-ის ინფორმაციით ისრაელმა საჰაერო თავდასხმა ერაყში მდებარე სამხედრო საწყობზეც განახორციელა, რომელსაც ირანი სირიაში იარაღის გადასატანად იყენებდა. მაშინ ისრაელის სამხედრო ძალებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები