მაღალშემოსავლიანი ქალი მომღერლები

FORBES-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მომღერლების სია გამოაქვეყნა

0 კომენტარი
ტეილორ სვიფტი

ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მომღერლების სია გამოაქვეყნა და მასში ტეილორ სვიფტი ლიდერობს.

10 წლის წინ, ხალხისთვის ტეილორ სვიფტი ერთი, რიგითი ქანთრი სტილის მომღერალი იყო, რომელსაც MTV-ს დაჯილდოებაზე კანიე ვესტმა სიტყვა შეაწყვეტინა. დღეს, ტეილორ სვიფტი ფორბსის სიის სათავეშია 185 მილიონი დოლარით და საგრძნობლად უსწრებს მეორე ადგილოსან ბიონსეს, MTV-ის 2019 წლის დაჯილდოებაზე კი ყველაზე მეტი ნომინაცია ერგო.

ფორბსმა მომღერლების შემოსავლები 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისადმე პერიოდში დათვალა.

ნახეთ სიის ათეული.

1. ტეილორ სვიფტი - 185 მილიონი დოლარი

2. ბიონსე - 81 მილიონი დოლარი

3. რიანა - 62 მილიონი დოლარი

4. კეტი პერი - 57.5 მილიონი დოლარი

5. P!nk - 57 მილიონი დოლარი

6. არიანა გრანდე - 48 მილიონი დოლარი

7. ჯენიფერ ლოპესი - 43 მილიონი დოლარი

8. ლედი გაგა - 39.5 მილიონი დოლარი

9. სელინ დიონი - 37.5 მილიონი დოლარი

10. შაკირა - 35 მილიონი დოლარი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები