კრიმინალი

შსს: დავაკავეთ ქალი, რომელმაც პეკინის გამზირზე ბავშვი სახის არეში დაჭრა (ვიდეო)

პოლიციამ პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა.

შსს-ს ცნობით, 1968 წელს დაბადებულმა თ.ს-მ 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობები ლოყისა და ცხვირის მიდამოში ჰქონდა. ოპერაციის შემდეგ, ბავშვი პალატაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები