ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილმა ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან ერთად აბასთუმნის თამარის ციხე დაათვალიერა

0 კომენტარი
ფოტო: ქართული ოცნება / Georgian Dream

პარტია "ქართული ოცნების" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ბიძინა ივანიშვილის აბასთუმანში ვიზიტის ფოტოებს აქვეყნებს. ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა.

"ბიძინა ივანიშვილის თქმით, კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც აბასთუმნის ამ მხარეს უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენს. ამასთან, იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხეობაში მისი ხელშეწყობით იგეგმება." ვკითხულობთ პარტიის გვერდზე.

აგვისტოს დასაწყისში ივანიშვილი აბასთუმანში მდებარე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები