25 წლის სოფია რომანის თქმით, მას ბიპოლარული აშლილობა 16 წლიდან სჭირს, თუმცა ოფიციალური დიაგნოზი ამის შესახებ 18 წლის ასაკში დაუსვეს.
დიაგნოზის დასმის შემდეგ, სოფია რომანმა ხატვა დაიწყო, სადაც გამოხატავდა როგორია გქონდეს ბიპოლარული აშლილობა და ნახატების ამ სერიას “ფაზები” დაარქვა.
“თავი დამშვიდებულად ვიგრძენი, როდესაც ნახატების სერია დავასრულე, თუმცა ამის საუკეთესო მხარეს არის რომ ხალხი უფრო მეტად დავაინტერესო ბიპოლარული აშლილობით, წავაკითხო მათ უფრო მეტი ამის შესახებ”, - თქვა მან.
ბიპოლარული აშლილობა გუნება-განწყობის აშლილობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია განწყობის მოწესრიგების სირთულე, ხასიათის ცვალებადობა და მერყეობა. ბიპოლარული აშლილობის დროს ადამიანს ახასიათებს დეპრესიისა და მანიისთვის დამახასიათებელი ნიშნები.