ამინდის პროგნოზი

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება 6 სექტემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-5 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსი იქნება.

თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურას სინოპტიკოსები +26, +28 გრადუსს ვარაუდობენ.

კომენტარები