სამთავრობო ცვლილებები

3 სექტემბერს "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერის კანდიდატურა დასახელდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

3 სექტემბერს, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრის კანდიდატურა დასახელდება. ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

გია ვოლსკის ცნობით, თუ ვინ დაიკავებს პრემიერმინისტრის პოსტს და იქნება თუ არა ეს შს მინისტრი გახარია, ხვალ გახდება ცნობილი.

"ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება ხვალ დილას, პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე იქნება დამატებითი განხილვა. შედეგი ჯერ წინასწარ არ არის არც განსაცხადებელი და არც საფუძველი გვაქვს , რომ 100 % -იანი სიზუსტით ყველაფერზე ვილაპარაკოთ, განხილვები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი.

ვიზეც გადავწყვეტთ რომ იყოს პრემიერმინისტრი ის წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტს, აქედან გამომდინარე გადასწრება არაა კორექტული და ვფიქრობ, არც საქმისთვისაა კარგი", - ამბობს ვოლსკი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმის პოსტზე გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის კანდიდატურები განიხილება. ასევე, მედიის ცნობით, შს მინისტრის პოზიციაზე გახარიას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები