ლარის გაუფასურება

ოფიციალური კურსით დოლარი 2.96 ლარი გახდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ეროვნული ბანკის ცნობით, 2 სექტემბრის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 1.57 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0.42 თეთრით გამყარდა.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9614 ლარია, ერთი ევროსი კი -  3.2481 ლარი.

დღის პირველ ნახევარში, ერთი დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 3 ლარს აღწევდა.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებით და გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან.

ივნისის პირველ ორ კვირაში დროებითი გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები