ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

4 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ქსნის, ფეიქართა და უცნობ გმირთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა, კელაპტრიშვილის, სტურუას, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ბიჩინაშვილის, მესხის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის II, III კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის (ნაწილობრივ), ირბახის, დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ბადიაურის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა დიდებას, ბეთანიის და კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), მთაწმინდის, ბესიკის, რიწის, მაყაშვილის, ყიფიანის, მესხის, ჭონქაძის, კაკაბაძის, გრიბოედოვის, ჟვანიას, ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ასათიანის და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ბახტრიონის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის (ნაწილობრივ) და ერისთავის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ), ბაზალეთის და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

16 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კოკა კლდიაშვილის და რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"-აცხადებენ თელასში. 

კომენტარები