3 სექტემბერს, ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პიტერ ლინდბერგის ობიექტივს ძალიან ბევრი ცნობილი სურათი ეკითვნის. ის 40 წლის განმავლობაში მოდის სამყაროში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და სუპერმოდელებს სურათებს უღებდა, გარდა მაგისა გერმანელი ფოტოგრაფი სურათებს უღებდა სხვადასხვა სფეროს ცნობილ წარმომადგენლებსაც.
ლინდბერგი ცნობილია თავისი ნამუშევრებით ისეთი ჟურნალებისთვის, როგორიცაა Vanity Fair, Vogue, Harper’s Bazaar და სხვა. აღსანიშნავია მისი მოდის სამყაროში გადაღებული სურათები, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა ჟურნალების ყდებზე ხვდებოდა და მოგვიანებით უკვე ლეგენდარულად ჩაითვალა, ასევე დასამახსოვრებელია ქეით ბლანშეტის, ანჯელინა ჯოლისა და სხვა მსახიობების ფოტოსესიებიც. ამასთან ერთად, პიტერ ლინდბერგმა შექმნა Pirelli-ს კალენდარი და ამ პროექტზე ოთხჯერ იმუშავა.