ბრედ პიტი

ბრედ პიტის თქმით, ჯოლისთან დაშორების შემდეგ ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბში დადიოდა

0 კომენტარი
ფოტო: Financial Times

ბრედ პიტმა New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუში მის როლებზე, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებზე და სიფხიზლეზე ისაუბრა.

მისი თქმით, ანჯელინა ჯოლისთან 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორებით გამოწვეულმა ტკივილმა სმა შეაწყვეტინა.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ, მას შემდეგ რაც დასასვნებლად ყოფნის დროს კიდევ ერთხელ იჩხუბეს ალკოჰოლის სმის გამო.

"ყველაფერი ისე შორს წავიყვანე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ამიტომ ამოვშალე ცხოვრებიდან სმის პრივილეგიები".

ოსკაროსანი მსახიობის თქმით, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ ის აღარ სვამს და ამაში ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბიც დაეხმარა, რომელშიც მან უკანასკნელი წელიწადნახევარი გაატარა.

"კაცები წრეზე ისხდნენ, იყვნენ ისეთი ღიები და გულწრფელები, როგორიც აქამდე არასდროს მენახა. ეს იყო დაცული სივრცე, სადაც იყო მცირედი განსჯა და შესაბამისად მცირედი განსჯა საკუთარი თავისაც. 

მისივე თქმით, კლუბში მყოფ არც ერთ ადამიანს მისი ისტორია არც ერთი ტაბლოიდისთვის არ მოუყოლია.

"ეს იყო გათავისუფლება, რათა გამოგეხატა საკუთარი მახინჯი მხარეები. ამ ყველაფერში ძალიან დიდი ღირებულება დევს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები