სამხედრო სავალდებულო სამსახური

ჯაფარიძე ღარიბაშვილს: იმედია ეს სტანდარტული, ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია

გირჩის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს, რომელმაც საპარლამენტო მოსმენისას გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" ახალგაზრდობის "დეგრადაციასა" და სახელმწიფოსთვის "ძირის გამოთხრაში" დაადანაშაულა.

"ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი

ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა...თ ერთმანეთს

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან", - წერს ჯაფარიძე საკუთარ Facebook გვერდზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს, 5 სექტებმერს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენდნენ გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" სექტას შეადარა და აღნიშნა, რომ მინისტრობისას ეს იქნება პირველი ამოცანა, რომელსაც დაარეგულირებს.

კომენტარები