სამხედრო სავალდებულო სამსახური

ჯაფარიძე ღარიბაშვილს: შენ და მეორე ირაკლიმ გადაა...თ ერთმანეთს

ცოტა ხნის წინ, პარლამენტში თქვი, ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს, ვიცი.

ამიტომ, იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქი-ბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა...თ ერთმანეთს.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს, რომელმაც საპარლამენტო მოსმენისას გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" ახალგაზრდობის "დეგრადაციასა" და სახელმწიფოსთვის "ძირის გამოთხრაში" დაადანაშაულა.

კომენტარები