რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

ზელენსკი რუსეთთან პატიმრების გაცვლაზე: ეს პირველი ნაბიჯია საშინელი ომის დასრულებისკენ

0 კომენტარი
ფოტო: New York Post

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან პატიმრების გაცვლა "საშინელი ომის დასრულებისკენ პირველი ნაბიჯია". ამის შესახებ მან კიევის ბორისპოლის აეროპორტში პატიმრების გაცვლის შემდეგ თქვა.  

"ეს საშინელი ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი დასრულდეს და ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ",-თქვა ზელენსკიმ.  

უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინს "ნორმანდიული ოთხეულის" ფარგლებში შეხვდება. 

"იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს შორის შეხვედრა გაიმართება და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ,"-თქვა ზელენსკიმ ომის დასრულებაზე საუბრისას.  

რუსეთისა და უკრაინის მიერ პატიმრების გაცვლას გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. ტრამპმა გაცვლა ძალიან კარგ სიახლედ, "მშვიდობისკენ გადადგმულ პირველ უზარმაზარ ნაბიჯად" შეაფასა, მერკელის თქმით კი მომხდარი "მშვიდობის ნიშანია".  

დღეს, 7 სექტემბერს რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს. დღის პირველ ნახევარში, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი უკრაინული სიმბოლოკით, დაახლოებით, იგივე დროს კიევის ბორისპოლის აეროპორტში დაეშვა რუსეთის სცეპიალური საავიციო დანაყოფის თვითმფრინავი რასია. ორივე თვითმფრინავში 35-35 პატიმარი იმყოფებოდა. 

პატიმრების გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის აგვისტოში გაააქტიურდა. გაცვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პროცესის მოსალოდნელი სწრაფი დასრულების შესახებ ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები