სამთავრობო ცვლილებები

გახარიას მოსმენის პარალელურად, პარლამენტის შესასვლელებთან "სირცხვილია" აქციას მართავს

ტაბულა

პარლამენტის სხდომის პარალელურად, სადაც გიორგი გახარია მოხსენებით გამოდის, შენობის შესასვლელებთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "სირცხვილიას" მონაწილეები აღნიშნავენ, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერება რუსული პოლიტიკის ნაწილია. ისინი აპირებენ, დეპუტატებს სირცხვილის კორიდორები მოუწყონ.

პარლამენტი გიორგი გახარიას და მინისტრთა კაბინეტს კენჭს დღეს უყრის.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა. ბიძინა ივანიშვილმა მის შემცვლელად გიორგი გახარია დაასახელა. ასევე, შს მინისტრად ვახტანგ გომელაური წარადგინა, ხოლო თავდაცვის მინისტრად - ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები