პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა

REUTERS

სტატისტიკის ერონვული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 187 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 53.7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2018 წლის მეორე კვარტალში პიდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვი 403.6 მილიონის ტოლი იყო.

2019 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების ყველაზე მსხვილი ნაწილი ნიდერლანდებზე მოდიოდა (31.1%). მეორე ადგილზეა თურქეთი (19.2%) მესამეზე კი აშშ (14.7%).

ეკონომიკური სექტორებიდან, ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო ენერგეტიკაში (34%), დამამუშავებელ მრეწველობასა (20.5%) და სასტუმროებსა და რესტორნებში (15%).

საქსტატის განმარტებით, მონაცემები წინასწარია და შეიძლება მომავალში შეიცვალოს.

კომენტარები