საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მოისწრაფიშვილი Facebook პოსტის გამო გაათავისუფლა

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"მის [ხატია მოისწრაფიშვილი] მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს", - წერია პრეზიდენტის პადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად იქნა გაფრთხილებული, ხოლო 10 სექტემბერს მას შეტყობინება გაეგზავნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

"პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის სპიკერის პოსტიდან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით 9 სექტემბერს გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა და ახლა მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ მოისწრაფიშვილის გადაყენება მის მხარდაჭერას უკავშირდებოდა:

"სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრეს სპიკერსსამსახურიდან წასვლა აიძულო იმის გამო, რომ კრიტიკული ტელევიზიის, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა.

სირცხვილია!!!
ასეთებს ჩაუვლია, თქვენაირებს გაუვლია და დღეს მათი გვარები გუგლსაც ძლივს შემორჩა!!!". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები