საბანკო და საფინანსო სექტორი

TBC RESEARCH: საბანკო და სამშენებლო რეგულაციები ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მიზეზია

0 კომენტარი

თიბისი ბანკის და თიბისი კაპიტალის მიერ დაარსებული ანალიტიკური ცენტრის, TBC RESEARCH-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, მოჭარბებული ფინანსური და სამშენებლო რეგულაციებია. 

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ფინანსურ სექტორში, განსაკუთრებით ასაბანკო და უძრავი ქონების სფეროში, სესხებისა და მშენებლობის ნებართვების გართულებული გაცემით არის გამოწვეული", — ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ბოლო ოთხ ფინანსური კვარტალში ყველაზე მეტად ინვესტიციები საფინანსო სექტორში შემცირდა. 

  • საფინანსო სექტორი — $283 მ მილიონი;
  • სამშენებლო სექტორი — $220 მილიონი;
  • ტრანსპორტი და კომუნაციები — $185 მილიონი.

ორგანიზაციის შეფასებით, ფინანსურ სექტორში ინვესტიციების შემცირების სავარაუდო მიზეზი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება გახდა. ამავდროულად კვლევა დადებითად აფასებს ეფექტური პროცენტის მაქსიმალური განაკვეთის დადგენას და სამომავლოდ სექტორში ინვესტიციების ზრდას პროგნოზირებს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა, ასევე შემცირებულია უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში 9,7%-იდან 4,6%-მდე შემცირდა.

კვლევის ავტორები 2019 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30%-იან კლებას ვარაუდობენ.

მიმდინარე კვირაში საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2019 მეორე კვარტალსი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოსი 53%-ით შემცირდა და სულ 187 მილიონი დოლარი შეადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები